ითამაშე ‘თავსატეხი’ ქუჩაში
‘თავსატეხი’ აერთიანებს ქუჩის ხელოვნებას და სააზროვნო თამაშს, რომლის მეშვეობითაც სახალისო გზით გაიცნობთ საქართველოს წარსულში მოღვაწე ხელოვან და წარმატებულ ადამიანებს. ქუჩის ნახატებში ჩამალული გამოცანების გამოცნობის და სწორი პასუხების ამ ვებგვერდზე შეყვანის შემდეგ, თქვენ გაიგებთ საინტერესო ფაქტებს მათ შესახებ.ჩვენს თამაშში მონაწილეობა ყველას შეუძლია. იმისთვის, რომ ქუჩის თამაშში ჩაერთოთ, თქვენ გჭირდებათ მობილური ტელეფონი (Smartphone ან სხვა სმარტ მოწყობილობა) და წვდომა ინტერნეტთან.
როგორ ვითამაშო?
მიდით ჩვენს ვებგვერდძე მითითებულ ერთ-ერთ მისამართზე თბილისში, სადაც დაგხვდებათ ქართველი ახალგაზრდა ქუჩის ხელოვანთა მიერ მოხატული კედელი (ამ კედლის ნახატებს, შეიძლება, თბილისის ქუჩებში სეირნობისას, შემთხვევითაც გადაეყაროთ). ასეთი ნახატები თბილისში სულ 5 მისამართზეა.
ყველა კედლის ნახატი მოიცავს ამოცანას, რომელიც უნდა გამოიცნოთ ნახატზე დაკვირვებით. ნახატი და მასში დამალული ამოცანა თემატურად უკავშრდება ერთ-ერთ ცნობილ ქართველ მოღვაწეს, თუმცა, ამოცანის პასუხი არ არის ამ ცნობილი ადამიანის სახელი ან გვარი, არამედ შეიძლება იყოს ერთი სიტყვა, ასოების და ციფრების კომბინაცია ან სხვა. დააკვირდით ნახატს და ეცადეთ გამოიცნოთ.
დაასკანერეთ ნახატის კუთხეში არსებული QR კოდი, რომელიც გადაგიყვანთ ამოცანის ვებგვერდზე. პასუხის ველში ჩაწერეთ გამოცანის პასუხი.
ამოცანაზე სწორი პასუხის შესაბამის ველში შეყვანის შემდეგ, თქვენ გაიგებთ საინტერესო ინფორმაციას და ფაქტებს იმ ცნობილი ქართველი მოღვაწის შესახებ, რომელსაც ქუჩის ნახატი თემატურად უკავშირდება.
ახლა შეგიძლიათ დანარჩენ მისამართებზეც მიხვიდეთ და თანდათან ყველა ამოცანა გამოიცნოთ ქუჩის ნახატებზე დაკვირვებით. მართალია პრიზი არ გვაქვს მაგრამ გთავაზობთ საინტერესო თავგადასავალს და საინტერესო ინფორმაციას წარსულში საქართველოში მოღვაწე ადამიანებზე, რომლებმაც, ვფიქრობთ, დიდი წვლილი შეიტანეს ქვეყნის განვითარებაში. სასიამოვნო გართობას გისურვებთ!